ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 19 და 20 ივნისს, ლონდონის კინგს კოლეჯის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან ჭანტურია საჯარო ლექციებს წაიკითხავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ლექცია გაიმართება თემაზე - "კოგნიტური ტრენინგი ანორექსიული პაციენტებისათვის: პროცესი ლაბორატორიული კვლევიდან კლინიკურ გამოყენებამდე".
პროფესორი ქეთევან ჭანტურიას საქმიანობა ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ფოკუსირებულია კვების რეჟიმის დარღვევის, ანორექსიის დაავადებების კვლევაზე და კლინიკურ სამუშაოებზე. იგი არის რამდენიმე პროფესიული ორგანიზაციის წევრი, როგორებიცაა: BPS, HPC, BABCP, EDRS, AED.
2005 წლიდან ქეთევან ჭანტურია არის კვების რეჟიმის დარღვევის ნევროფსიქოლოგიის სპეციალისტთა ჯგუფის დამფუძნებელი და კვების რეჟიმის დარღვევის კვლევის ხელმძღვანელი მსოფლიოს უდიდეს კომპანიაში Academy Of Eating Disorders. ქეთევან ჭანტურია ასამდე პუბლიკაციის და ექვსი წიგნის თანაავტორია.