თურქეთის პრემიერი კავკასიაში ახალი სამშვიდობო პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ბაქოში გამართავს

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი კავკასიაში ახალი სამშვიდობო პლატფორმის შექმანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დღეს ბაქოში გამართავს.

ერდოღანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება და სამშვიდობო ინიციატივაზე იმსჯელებენ.

~სამხრეთ ოსეთში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები კავკასიის რეგიონში სამშვიდობო პლატფორმის შექმნის აუცილებლობაზე მიუთითებს. თურქეთი რეგიონში მშვიდობითა და სტაბილურობით არის დაინტერესებული~, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს ბაქოში გამგზავრებამდე.

აღნიშული ინიციატივა ერდოღანმა გასულ კვირას საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებთან უკვე განიხილა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება