იუსტიციის სახლის თამაშის ახალი ეტაპი დაიწყო

იუსტიციის სახლის თამაში "JustGame" დასკვნით ფაზაში გადავიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს , მესამე, ფინალური ეტაპის მონაწილეებსა და პირველი ორი ტურის გამარჯვებულებს დღეს, რუსთავის იუსტიციის სახლმა უმასპინძლა.

"JustGame"-ის თითოეული ტურის გამარჯვებულებს სპეციალური საჩუქრები გადაეცათ, პირველი ეტაპის 30 საუკეთესო მოთამაშე ID ბარათებით და ID ბარათის წამკითხველებით დაჯილდოვდნენ, მეორე ტურის გამარჯვებულებს კი, ელექტრონული პირადობის მოწმობებთან ერთად, საქართველოს მოქალაქის პასპორტები გადაეცათ.

"JustGame" იუსტიციის სახლის თამაშია, რომელიც სამი დამოუკიდებელი ნაწილისაგან შედგება.

პირველი ეტაპი გეოგრაფიულია - მის მონაწილეებს საქართველოს რუკაზე ამა თუ იმ ობიექტის მდებარეობა უნდა გამოეცნოთ. სამი კვირის განმავლობაში მასში მონაწილეობა 2500-მდე პირმა მიიღო. თამაშის მოერე ეტაპზე, რომელიც დაფარული სიტყვის ამოცნობას გულისხმობდა, 5 კვირის განმავლობაში 2 870 მოთამაშე იყო ჩაბმული. მესამე, ფინალურ ეტაპზე, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, მოთამაშე სხვადასხვა სირთულის კითხვებისათვის ოთხი სავარაუდო პასუხიდან ერთს ირჩევს. სწორი არჩევანის შემთხვევაში, მას ქულები ერიცხება, გამარჯვებული კი ქულათა მეტი რაოდენობით გამოვლინდება.

"JustGame"-ის მესამე ტური 25 ივლისს დასრულდება. მასში 2700 მოთამაშეა ჩაბმული. მათგან სამი საუკეთესო სპეციალურ პრიზს - MacBook-ის კომპაქტურ ნოუთბუქს მიიღებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე