ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, კანონის ფარგლებში, ერგნეთის ბაზრობის აღდგენის პირობას დებს

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, კანონის ფარგლებში, ერგნეთის ბაზრობის აღდგენის პირობას დებს.

ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გორში გამართულ აქციაზე განაცხადა.

"ამ ბაზრობის წყალობით, წლების წინ, ქართველებმა და ოსებმა შეძლეს ურთიერთობების აღდგენა და ეს ურთიერთობა ბუნებრივ კალაპოტს უბრუნდებოდა, ამ ადგილზე ისინი არამარტო ხვდებოდნენ ერთმანეთს, არამედ საერთო ბიზნესშიც ჩაებნენ და საქმესაც ერთად უძღვებოდნენ. მაშინ ქართველებმა და ოსებმა აღმოაჩინეს, რომ თურმე ერთმანეთი ძალიან სჭირდებოდათ, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე ოდნავ მაინც რომ ეზრუნა, ბაზრობას ასე ხელაღებით არ დახურავდა.

"ერგნეთის ბაზრობის დახურვა ჩვენი ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის შედეგია. რადგან იქ, სადაც 8 წლის განმავლობაში ქართველებისა და ოსების საერთო სავაჭრო დახლები იდგა, ახლა რუსული სამხედრო პოსტია. ამ შეცდომის გამოსწორება მარტო ჩვენ არ შეგვიძლია. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კანონის ფარგლებში აღვადგენთ ერგნეთის ბაზრობას. მიგვაჩნია, რომ ამ ბაზრობის აღდგენით გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენაც დაიწყება და ურთიერთობებიც დალაგდება", - განაცხადა ივანიშვილმა.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა