„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!

შპს „იმპექსფარმი“ ეხმიანება commersant.ge-ზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კომპანია „გეფა“ სააფთიაქო ქსელ „იმპექსის“ შეძენას გეგმავს.

„გვინდა განვმარტოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. შპს „იმპექსფარმი“ არ აწარმოებს მოლაპარაკებებს კომპანიის სრულად ან ნაწილობრივ გასხვისებასთან დაკავშირებით არც ერთ კომპანიასთან.

კომპანია აგრძელებს დამოუკიდებელ ოპერირებას და განვითარებას გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის შესაბამისად. ჩვენი პრიორიტეტია მომხმარებლებისთვის ხარისხიანი პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზება, კონკურენტული ფასების უზრუნველყოფა და ქსელის მდგრადი ზრდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სექტორში კომუნიკაცია ეფუძნებოდეს გადამოწმებულ და სანდო ინფორმაციას. შესაბამისად, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, მსგავსი საკითხების გაშუქებისას დაეყრდნონ ოფიციალურ წყაროებს.

შპს „იმპექსფარმი“, როგორც GDP (Good Distribution Practice) სტანდარტის სერტიფიცირებული კომპანია, საქმიანობას ახორციელებს საერთაშორისო ხარისხის მოთხოვნების სრული დაცვით და აგრძელებს განვითარებას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების შესაბამისად.

კომპანია სრულად კონცენტრირებულია საკუთარი განვითარების გეგმების განხორციელებაზე და ბაზარზე პოზიციების გაძლიერებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

შპს „იმპექსფარმი“

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს