ყვარელში, დოლოჭოპის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები იწყება

ყვარელში, დოლოჭოპის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები იწყება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგები დოლოჭოპის ბაზილიკის ტერიტორიას შეისწავლიან.

დოლოჭოპის ბაზილიკის ნანგრევები აკად. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ყვარლის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ორიოდე წლის, დაზვერვითი სამუშაოებისას აღმოაჩინა. ბაზილიკა მდებარეობს ქ. ყვარლის ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთ კიდეში, ზედ მდ. დურუჯის მარჯვენა სანაპიროსთან. ნაგებობა წარმოადგენდა დაახლ. 40 მ სიგრძისა და 16 მ სიგანის, 5 წყვილი ჯვრისებრი გეგმის სვეტების წყვილით სამ ნავად დაყოფილ ბაზილიკური ტიპის ტაძარს.

ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გამოაცხადა. სამუშაოების შესრულების სურვილი მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოთქვა, რომელიც ამ სამუშაოსთვის ბიუჯეტიდან, 39 900 ლარს მიიღებს.

არქეოლოგიური სამუშაოები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დოლოჭოპის ტერიტორიაზე, წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა