ყვარელში "ნაციონალური მოძრაობიდან" კენჭს მარიკა ვერულაშვილი იყრის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ყვარლის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად მარიკა ვერულაშვილი წარადგინა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პარლამენტის თავმჯდომარემ ადგილობრივებს ვერულაშვილი ყვარლის სანერგე მეურნეობაში წარუდგინა.

"ძალიან მიხარია, რომ მაქვს პატივი, წარმოვადგენდე ამ რაიონს საკანონმდებლო ორგანოში. მე მინდა, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ თითოეულმა ყვარლელმა გლეხმა და აქ მაცხოვრებელმა ოჯახმა, რაც შეიძლება მეტი სიკეთე იგრძნოს იმ პროექტებისგან, რაც დღეს მთავრობის პრიორიტეტია. ეს არის დასაქმება, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვა", - დასძინა მარიკა ვერულაშვილმა.

დავით ბაქრაძემ დღესვე "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატებად ახმეტაში პეტრე ცისკარიშვილი, თელავში კი - ვასილ დავითაშვილი წარადგინა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია