სოფელ ყარაჯალაში 15 წლის გოგონამ თავი მოიკლა

თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში 15 წლის გოგონამ საკუთარ სახლში სანადირო თოფით თავი მოიკლა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება. თვითმკვლელობის მიზეზი ჯერ უცნობია.

"შემთხვევის დროს სახლში გოგონა და მისი უმცროსი ძმა იმყოფებოდნენ. ოთახში შესულ ძმას გოგონა იატაკზე უგონო მდგომარეობაში დახვდა", – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ყარაჯალას ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ამირან სულეიმანოვმა.

ექიმების განცხადებით, პაციენტი საავადმყოფოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს. მას მუცლის არეში მიბჯენით ნასროლი შემავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, რომელიც წელის არეში იყო გამავალი.

ექიმების განცხადებით, პაციენტს არტერიული წნევა არ ესინჯებოდა, რეანიმაციაში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას თელავის პოლიცია აწარმოებს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო