ბონდო შალიკიანს დღეს ქუთაისში დაკრძალავენ

ბონდო შალიკიანს დღეს ქუთაისში დაკრძალავენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ვალერი გელბახიანმა განუცხადა, ბონდო შალიკიანის მკვლელობა არაპროფესიონალის მიერ არის შესრულებული.

მისივე თქმით, ასეთი დასკვნა ექსპერტიზამ გააკეთა, რომელიც შალიკიანის მკვლელობის საქმეზე ჩატარდა.

"სავარაუდო ეჭვმიტანილების ვინაობა ცნობილი არ არის, თუმცა გამოძიებამ გააკეთა განცხადება, რომ მკვლელობა პროფესიონალის ჩადენილი არ არის, რადგან ადგილზე კვალია დარჩენილი. თუმცა რა კვალზეა საუბარი და რას გულისხმობს გამოძიება, ჩემთვის ცნობილი არ არის", _ განაცხადა გელბახიანმა.

გელბახიანის თქმით, პირველ ხანებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შალიკიანთან კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ ის მარტო იყო.

"ადგილობრივმა ქართველებმა შემატყობინეს, რომ არასწორი ინფორმაცია იყო გავრცელებული და სინამდვილეში ბონდო შალიკიანი მარტო იყო", - განაცხადა გელბახიანმა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შალიკიანი ხელში და ზურგშია დაჭრილი და საკონტროლო გასროლა კეფის არეში აქვს მიყენებული.

მისივე თქმით, ბონდო შალიკიანის ცხედარი მინსკიდან ორი დღის წინ ჩამოასვენეს.

ბონდო შალიკიანი რამდენიმე დღის წინ მინსკში მოკლეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია