მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო გვირაბი გაიხსნა

მარშალ გელოვანის გამზირის ბოლოდან დავით აღმაშენებლის ხეივნისკენ გასასვლელი საავტომობილო გვირაბი გაიხსნა .  კვანძის მოწყობა თბილისის მერიამ მოძრაობის განტვირთვის მიზნით დაგეგმა. როგორც მერიის სატრანსპორტო სამსახურში აცხადებენ, თბილისიდან გამავალი და ქალაქში შემომავალი ტრანსპორტის, ასევე რობაქიძის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადის მკვეთრმა ზრდამ მოძრაობა საგრძნობლად გადატვირთა და შედეგად ტერიტორიაზე მუდმივად საცობები იქმნებოდა.

95 მეტრის სიგრძის ბეტონის გვირაბი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და გვირაბის გარე პერიმეტრი გრანიტით მოპირკეთდა.

ახალი გვირაბის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, დავით აღმაშენებლის ძეგლთან გაუქმდა შუქნიშანი, მოეწყო სატრანსპორტო კვანძი და შესაძლებელი გახდა მანქანების შეუჩერებლად გადაადგილება.

ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, გზასთან ახლოს დასასავენებელი სკვერიც გაშენდა.

დღეს მარშალ გელოვანის გამზირზე აშენებულ გვირაბში გიგი უგულავამ ავტობუსით თბილისელებთან ერთად გაიარა და ახალი გვირაბი მათთან ერთად დაათვალიერა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია