ილია II-მ დღეს ეროვნულ მუზეუმში, ანჩისხატთან პარაკლისი გადაიხადა

ანჩისხატობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ დღეს ეროვნულ მუზეუმში, ანჩისხატთან პარაკლისი გადაიხადა.

უწმინდესსა და უნეტარეს მუზეუმის შესასვლელში მუზეუმის ხელმძღვანელობა, თანამშრომლები და ხატის მოსალოცად მისული მრევლი დახვდა. უწმინდესმა ისინი დალოცა, რის შემდეგაც სიწმინდეების სპეციალურ საცავში მიბრძანდა, ანჩისხატი მოილოცა და პარაკლისი გადაიხადა.

პარაკლისის შემდეგ იქ მყოფები უწმინდესმა კიდევ ერთხელ დალოცა და ყველას ანჩისხატობა მიულოცა. შემდეგ პატრიარქმა საცავში არსებული სხვა უძველესი საეკლესიო ხატები და სიწმინდეებიც მოილოცა.

"ამაღლებული გრძნობაა. უწმინდესი ყოველ წელს, ანჩისხატობას თვითონ მოდის ანჩისხატთან. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ გვაქვს ესეთი საგანძური, რომელსაც ჩვენ ერთად ვიცავთ. ეს არის ერთიანობა, როგორც ეკლესიის ისე საერო ინსტიტუციის. ხედავთ, რომ მიდის მთელი ამ ტერიტორიის დიდი რეაბილიტაცია. ჩვენ განვაახლებთ მუზეუმსაც, სადაც ეს ჩვენი საგანძური კიდევ უფრო კარგად იქნება წარმოდგენილი", _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.

ანჩისხატად წოდებული უფლის ხელთუქმნელი ხატი ბიზანტიიდან საქართველოში VIII-IX საუკუნეებში გადმოაბრძანეს და კლარჯეთში, კერძოდ, ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში გადაასვენეს. 1194 წელს, წმ. თამარ მეფის ბრძანებით, ხატი სახელგანთქმულმა ოსტატმა ბექა ოპიზარმა მოჭედა. თამარის გარადაცვალების შემდეგ, ურჯულოთა შეურაცხყოფისგან დასაცავად მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ანჩიდან ჯერ ახალციხეში, შემდეგ კი თბილისში ჩამოასვენეს და საკათალიკოსო ტაძარში დააბრძანეს. ამის შემდეგ ამ საკათედრო ტაძარს, რომელიც მე-7 საუკუნეში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე აშენდა, ანჩისხატის ტაძარი ეწოდა.

კომუნისტური რეჟიმის დროს ანჩისხატი ხელოვნების მუზეუმში გადაიტანეს. უფლის ხელთუქმნელი ხატი დღემდე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება და მუდმივმოქმედ ექსპოზიციაშია გამოფენილი.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ