"ჯეოსელის" აბონენტები შპს "მგგს" საქართველოს/OSMP-ის გადახდის აპარატების მეშვეობით გადახდების განხორციელებას ვეღარ შეძლებენ

"ჯეოსელი" 7 სექტემბერს, 12:00 საათზე წყვეტს შპს "მგგს" საქართველოსთან/OSMP-თან არსებულ ხელშეკრულებას. კომპანიის ინფორმაციით, ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად , "ჯეოსელის" აბონენტები ვეღარ შეძლებენ გადახდების განხორციელებას შპს "მგგს" საქართველოს/OSMP-ის გადახდის აპარატების მეშვეობით.

ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად კომპანია ასახელებს იმას, რომ წლების განმავლობაში შპს "მგსს" საქართველოს/OSMP-ს მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა, რის გამოც ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღისათვის შპს "მგსს" საქართველოს/OSMP-ს დავალიანება "ჯეოსელის" წინაშე შეადგენს 2 მილიონამდე ლარს.

როგორც "ჯეოსელში" განმარტავენ, შპს "მგსს" საქართველო/OSMP არის მხოლოდ თანხის შემგროვებელი კომპანია და მას ჰქონდა ვალდებულბა შეგროვებული თანხა, რომელიც იყო "ჯეოსელის" კუთვნილება, დაებრუნებინა კომპანიისათვის.

"აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად შპს "მგსს" საქართველოს/OSMP-ის მიერ წარმოდგენილ საბანკო გარანტიას გაუვიდა ვადა და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ მოხდა განახლებული საბანკო გარანტიის წარმოდგენა. ამ ფაქტს ასევე დაემატა ის გარემოება, რომ დავალიანება ყოველდღიურად იზრდებოდა. შესაბამისად, გაჩნდა რეალური საფუძველი, გვეფიქრა, რომ კომპანია მიდიოდა გაკოტრებისკენ და ეს მდგომარეობა შეიძლება გამხდარიყო როგორც "ჯეოსელის", ასევე ჩვენი აბონენტებისათვის სარისკო", - ნათქვამია განცხადებაში.

"ჯეოსელი" აღნიშნავს, რომ შპს "მგსს" საქართველოსთან/OSMP-ს ურთიერთობა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ მათ მიერ სრულად იქნება შესრულებული ყველა ვალდებულება და გაფორმდება ახალი ხელშეკრულება, რომლითაც ნაკისრი ვალდებულებები უზრუნველყოფილი იქნება საბანკო ინსტიტუტებით (საბანკო გარანტია).

"ამ ნაბიჯით დაცული იქნება როგორც აბონენტები, ასევე კომპანია "ჯეოსელი". შესაბამისად, ყველა ის რისკი, რაც დღეისათვის გახდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ბუნებრივად ვეღარ იარსებებს. იმ შემთხვევაში, თუ შპს "მგსს" საქართველო/OSMP დაუყონებლივ არ შეასრულებს "ჯეოსელის" კანონიერ მოთხოვნებს, იძულებულები ვიქნებით სასამართლოს მეშვეობით დავიცვათ ჩვენი უფლებები. კიდევ ერთხელ გვინდა ბოდიში მოვუხადოთ ჩვენს აბონენტებს მათთვის შექმნილი შესაძლო დისკომფორტისათვის და აქვე შეგახსენებთ, რომ აბონენტებისათვის გადახდის ალტერნატიულ საშუალებად რჩება სხვა კომპანიების სწრაფი გადახდის სისტემები, მათ შორის, როგორიცაა "ნოვა ტექნოლოჯი", "თი-ბი-სი ფეი", ასევე, ჩვენი აბონენტთა მომსახურების ცენტრები (ოფისები) და "ასტრა" და "ლაი-ლაი" ბარათებით ანგარიშის შევსება", - აღნიშნულია განცხადებაში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა