"თავისუფალი თეატრი" სეზონს 15 სექტემბერს პრემიერით გახსნის.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თეატრიან აცნობეს, ახალი თეატრალური სეზონი ამერიკული დრამატურგის რიჩარდ ნეშის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით "წვიმის გამყიდველი"გაიხსნება.
სპექტაკლის რეჟისორი ლორთქიფანიძეა; როლებს კი თეატრის წამყვანი მსახიობები ასრულებენ.
17 სექტემბერს დასი ბერთოლდ ბრეხტის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს "კავკასიური ცარცის წრეს" წარმოადგენს.
18 სექტემბერს კი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ავთანდილ ვარსიმაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი "მექანიკური ფორთოხიალი" იქნება წარმოდგენილი.