დღეს ბაგრატის ტაძარი ეკურთხება

დღეს ბაგრატის აღდგენილი ტაძარი ეკურთხება. ახლად ნაკურთხ ტაძარში პირველ წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

ტაძრის კურთხევის დღესასწაულთან დაკავშირებით, მსახურებაზე დასასწრებად მრევლი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავა.

ამასთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობასა და მხედრობას ბაგრატის ტაძრის კურთხევაზე დასწრებისკენ 9 სექტემბერს მოუწოდა.

როგორც უწმინდესმა 9 სექტემბერს, ქადაგებისას აღნიშნა, იხსნება ბაგრატის ტაძარი და ამასთან დაკავშირებით ის წირვა-ლოცვას ქუთაისში შეასრულებს.

"იქნება ბაგრატის ტაძრის კურთხევა. ტაძრის ამშენებელი მეფე ბაგრატი არის საქართველოს გამაერთიანებელი. ამიტომ ყველას, პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობას, მხედრობას და სრულიად საქართველოს მომავალ კვირას გიწვევთ ბაგრატის ტაძარში", - აღნიშნა ილია მეორემ.

უწმინდესმა აღნიშნა, რომ ტაძრის ამგები მეფე ბაგრატ მესამე ქართული სახელმწიფოს გამაერთიანებელი იყო.

პატრიარქის მოწოდებას პარტიათა უმრავლესობა გამოეხმაურა. არსებული ინფორმაციით, საღმრთო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.

ბაგრატის ტაძრის აღდგენა 2009 წელს, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაიწყო. სარეკონსტრუქციო პროექტმა საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შეიყვანა. ამის მიზეზად კომიტეტმა 2009 წელს ტაძარზე დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაო დაასახელა, რომელიც შენობის ავთენტურობასა და მთლიანობას არღვევდა. მიმდინარე წელს საზოგადოებაში დისკუსია გამოიწვია ტაძრის დასავლეთის მკლავისა და პატრონიკეს ანუ აივნის მოწყობის საკითხმა.

მიმდინარე წელს სანკტ-პეტერბურგში გამართულ 36-ე სხდომაზე მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი კვლავ საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში დატოვა და მის სამომავლო სტატუსს 2013 წლის სხდომაზე განიხილავს.

ბაგრატ მესამემ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი მე-10-ე მე-11-ე საუკუნეების მიჯნაზე ააგო და იგი საქართველოს ერთიანობის სიმბოლური გამოხატულობა იყო. მე-17 საუკუნის ბოლომდე იგი უვნებლად იდგა. შემდეგ ოსმალებმა შემუსრეს. ამ დროს ჩამოინგრა გუმბათი და გადახურვები. მე-19 საუკუნის 30-იან წლებამდე ბაგრატის ტაძრის სამხრეთი და დასავლეთის კარიბჭეებიც იყო შემორჩენილი.

ტაძრის აღდგენა-კონსერვაცია 1952 წლიდან დაიწყო. 1994 წელს კი ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია