პაატა დავითაია წამების ამსახველ კადრებში დაფიქსირებული პატიმრების საქმეების ხელახალ გამოძიებას მოითხოვს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია ყველა იმ პატიმრის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს, რომელიც წამების ამსახველ კადრებში იყო ნაჩვენები. დავითაია მომხდარს ამერიკიდან გამოეხმაურა და პატიმართა მიმართ ჩადენილ ქმედებებს აღმაშფოთებელი და ამაზრზენი უწოდა.

"ის, რაც კადრებში ჩანს საშინელი და უპატიებელი დანაშაულია. ცალსახად ჩანს, რომ პატიმრებზე ზეწოლა იყო იმ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომლის გამოც ისინი სასჯელს იხდიან. მნიშვნელოვანი და აუცილებელია თავიდან ჩატარდეს ამ პატიმართა საქმეების გამოძიება, ვინაიდან წამების ფონზე მათ მიმართ მიცემული ჩვენებები ბათილია! მოვუწოდებ იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს პირად კონტროლზე აიყვანონ ამ პატიმართა საქმეების ხელახალი გამოძიება."–განაცხადა პაატა დავითაიამ.

"ევროპელი დემოკრატები"–ს ლიდერი საკუთარი ინიციატივის დაუყოვნებლივ განხორციელებას მოითხოვს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება