პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ლაღიძე პატიმართა წამებასა და შეურაცხყოფას გმობს და ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, გიორგი ლაღიძემ განაცხადა, აღშფოთებული და შოკირებულია პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით.
"სათანადოდ უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ეს გაუგონარი სისასტიკე ჩაიდინა. ხათუნა კალმახელიძემ არა მარტო პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, არამედ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მისი სისხლისსამართლებრივი დევნა. ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე უხეშად არღვევს და თუ ნაციონალები დარჩებიან ხელისუფლებაში უარესი მოხდება", – განაცხადა ლაღიძემ.
პარტიის ლიდერმა არსებული ვითარების დასრულებისთვის საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.