ლოტოს 280-ე გათამაშებაში ჯეკპოტის მეხუთე გამარჯვებული გამოვლინდა

ლოტოს 280-ე გათამაშებაში ჯეკპოტის მეხუთე გამარჯვებული გამოვლინდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ლატარიის კომპანიიდან" აცნობეს, გამარჯვებული 1954 წელს დაბადებული თეიმურაზ ბაირაქტარია.

"ბატონი თეიმურაზის მიერ არჩეული ციფრები დაემთხვა იმ ექვს ძირითად ბურთს, რომლებიც 21 სექტემბერს ჩამოყარა ლოტოტრონმა გათამაშების დროს. ბედნიერმა ბილეთმა 646 042 ლარი მოიგო. დღეს ბატონმა თეიმურაზმა წარმოადგინა მომგებიანი ბილეთი საქართველოს ლატარიის კომპანიის სერვის ცენტრში, სადაც ბილეთმა ელექტრონული იდენტიფიკაცია გაიარა და საქართველოს კიდევ ერთი ჯეკპოტის გამარჯვებული შეემატა. ლოტოს ისტორიაში ბატონი თეიმურაზი რიგით მეხუთე ჯეკპოტის გამარჯვებულია", - აცხადებენ კომპანიაში.

ბაირაქტარიამ ბილეთი ვარკეთილის მეტოროპოლიტენის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძინა. იღბლიანი ბილეთის რეალიზატორი საჩუქრად საქართველოს ლატარიის კომპანიისგან მოგებული თანხის 2% ანუ ამ შემთხვევაში 12 920 ლარს მიიღებს.

"საქართველოს ლატარიის კომპანიას" წელს 3 წელი შეუსრულდა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩვენმა კომპანიამ მოგების სახით 52 მილიონ ლარზე მეტი გასცა. არის 400-ზე მეტი გამარჯვებული, რომლებმაც მოიგეს 10 ათას ლარზე მეტი და 20-ზე მეტი გამარჯვებული, რომელმაც 50 ათას ლარზე მეტი მოიგო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა