მამუკა კაციტაძე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს სიების დაზუსტების კომისიის ცენტრალური ოფისის მონიტორინგის განხორციელებისთვის იწვევს

სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე უარყოფს კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ცენტრალური საარჩევნო კომისია სიების დაზუსტების კომისიის ოფისის გამოყენებას არჩევნების გასაყალბებლად ან სპეცრაზმის განსათავსებულად ეგმავს. ამასთან დაკავშირებით კაციტაძემ დღეს საგნგებო განცხადება გააკეთა.

"არანაირი საერთო ამ ტიპის მოსაზრებებს და ბოდვასთან მიახლოებულ ეჭვებს სიმართლესთან არ აქვს. მივმართავ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რომ კომისია მზად არის ცენტრალური ოფისის ჰოლში გამოყოს ადგილი და მონიტორინგის ქვეშ ვამყოფოთ სიების დაზუსტების კომისიის ცენტრალური ოფისი. მობრძანდით, დაბრძანდით და დააკვირდით ამ ოფისის შავბნელი მიზნებისთვის გამოყენებას", - განაცხადა კაციტაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს