"თიბისი ბანკის" ინტერნეტ და მობაილ ბანკის მომხმარებლებისთვის გათამაშებები გრძელდება. მათ, ვინც "თიბისი ბანკის" განახლებული იტნერნეტ ბანკითა და მობაილ ბანკით სარგებლობს, კვლავ ეძლევა iPhone4-ს, IPAD 3G-ს და MacBook Pro-ის მოგების შანსი, რომლებსაც ბანკი ხვალ ლოტოტრონის საშუალებით გაათამაშებს.
ლოტოტრონში მოთავსებული იქნება იმ მომხმარებელთა ბილეთები, რომლებმაც სექტემბერში, "თიბისი ბანკის" ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით, მინიმუმ სამი განსხვავებული ტრანზაქცია შეასრულეს და გათამაშების ბილეთები დააგროვეს.
ხვალ, 20:00 საათზე გათამაშების მონაწილეებს შეუძლიათ, ონლაინ რეჟიმში, ლაივსტრიმის მეშვეობით, თვალი ადევნონ გათამაშებას, რომელიც თიბისი ბანკის Fაცებოოკ-ის გვერდზე (facebook.com/TBCBank) შედგება. გათამაშებაზე სამი გამარჯვებული გამოვლინდება, რომელიც iPhone4-ს, IPAD 3G-ს და MacBook Pro-ს მოიგებს.
"თიბისი ბანკის" ინტერნეტ და მობაილ ბანკის მომხმარებელთათვის პირველი გათამაშება 12 სექტემბერს შედგა, რომლის შედეგადაც Apple-ის პრიზები სამმა მომხმარებელმა მოიგო.
გათამაშება ამით არ სრულდება. Apple-ის პრიზების მოგების შანსი მომხმარებლებს 12 ნოემბერსაც ექნებათ, ხოლო 8 დეკემბერს სუპერ-პრიზი - ავტომობილი KIA Sportage-ი თამაშდება. ამავე დროს, დეკემბრის გათამაშებაში ჩაითვლება ის ბილეთებიც, რომლებიც მომხმარებელმა წინა თვეებში, ტრანზაქციების შესაბამისად დააგროვა.
ცნობისთვის, ყოველთვიურად განხორციელებულ მინიმუმ 3 განსხვავეულ ტრანზაქციაზე მომხმარებელს გადაეცემა გათამაშების 1 ბილეთი.