კახი კალაძე - ენგურჰესი გაყიდული არ არის

ენგურჰესი გაყიდული არ არის და ის საქართველოს საკუთრებაშია, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰესებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებში საქართველოს ინტერესები დაცული იყოს.

"ჩვენთვის, როგორც ხელისუფლებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად არის ამ ხელშეკრულებებში გატარებული საქართველოს ინტერესები. ისინი აუცილებლად გადაიხედება. მე მინდა, ჩვენი სამინისტრო იყოს გამჭვირვალე. ეს ყველაფერი იყოს საჯარო. რამდენიმე წლის წინ იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ენგურჰესი გაიყიდა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მინდა, გითხრათ, იყო რაღაც მოლაპარაკებები, მაგრამ ყველაფერი გაჩერებულია და ენგურჰესი საქართველოს საკუთრებაშია", - განაცხადა კალაძემ.

კალაძემ ეს განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოსტ სკრიპტუმში" გააკეთა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია