პატიმარი დავით მინასოვი ჭრილობის გაკერვას არ აპირებს

პატიმარი დავით მინასოვი, რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა, ჭრილობის გაკერვას არ აპირებს, ვიდრე #15-ე დაწესებულების დირექტორს, ნუკრი ხუხუას და ადმინისტრაციის ორ თანამშრომელს , გიორგი ხუხიასა და მამუკა შალამბერიძეს თანამდებობიდან არ გაათავისუფლებენ.

როგორც საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს დავით მინასოვმა დღევანდელ შეხვედრაზე განუცხადა, უშუალოდ შალამბერიძე წლების განმავლობაში არაერთი პატიმრის წამების ორგანიზებაშია შემჩნეული. მისივე ინფორმაციით, მამუკა შალამბერიძემ მისი წამების ამსახველი ფაქტები ვიდეოკამერით გადაიღო.

"ფეხებით ჩამომკიდეს, თავქვეშ წყლით სავსე ვედრო დამიდგეს, რომელშიც თავს მაყოფინებდნენ, მერე კი დენზე შემაერთეს და სასტიკად მირტყამდნენ, შალამბერიძე კი ამ ყველაფერს ფირზე ასახავდა", - აღნიშნავს დავით მინასოვი. მისი ინფორმაციით, წამების შედეგად მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა და წლებია საავადმყოფოში გადაყვანას უშედეგოდ ითხოვს.

"ნუკრი ხუხუა არის ბაჩო ახალაიას გამზრდელი. მან გამოზარდა ახალაია და აქედან გამომდინარე, მოვითხოვ მის გადადგომას. რაც შეეხება გიორგი ხუხიას, რომელიც ასევე ძველი ადმინისტრაციის წევრია, ისიც პატიმართა წამებაშია შემჩნეული. ჩემი მოთხოვნაა, ეს ადამიანები მოაშორონ დაწესებულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში არც ყელს გავიკერავ, არც პირს გავიხსნი და არც შიმშილობას შევწყვეტ", - განაცხადა მინასოვმა, რომელსაც გუშინდელის შემდეგ შიმშილობა აქვს გამოცხადებული და პირი აქვს აკერილი. მისივე თქმით, ბოლო დღეებში მის მიერ გამოხატული პროტესტის შემდეგ მუქარა მისი ოჯახის წევრებზე განხორციელდა.

"ჩემს დას დაურეკეს და დაემუქრნენ, რომ თუ ჭკვიანად არ ვიქნებოდი, შურს ოჯახის წევრებზე იძიებდნენ", - განაცხადა დავით მინასოვმა, რომელიც ქსნის #15-ე დაწესებულებაში ე.წ. კრიტშია მოთავსებული.

დავით მონასოვმა ყელის არეში თვითდაზიანება გუშინ მიიყენა. იგი სამედიცინო დახმარებით სარგებლობაზე უარს აცხადებს და გახმოვანებული მოთხოვნების დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თავად აცხადებს, უკიდურეს ფორმებს მიმართავს. "თუკი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, დავიჭედავ ხელებსა და ფეხებს და ვიბრძოლებ, სანამ ეს ადამიანები, ძველი ჯალათები არ მოშორდებიან დაწესებულებას", - განაცხადა დავით მინასოვმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
ნიუ ჰოსპიტალსი International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი გახდა მოგზაურთა მედიცინის სფეროში
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები