"გზა აფხაზეთისკენ" წარმომადგენლები აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის უზენაესი საბჭოს რეორგანიზაციას და არჩევითობას მოითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაცია "გზა აფხაზეთისკენ" წარმომადგენლები აფხაზეთის ავტონომოური რესპუბლიკის სახელისუფლო ორგანოების კერძოდ, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის უზენაესი საბჭოს რეორგანიზაციას და აღნიშნული სტრუქტურების წარმომადგენლების არჩევას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლოებამ უნდა მიიღოს.

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

"გზა აფხაზეთისკენ" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მერაბ ჯიქიას თქმით, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს და მინისტრთა საბჭოს წევრები უკვე 20 წელია რაც თავიანთ საქმიანობას სათანადოდ ვერ ახორციელებენ. ამის შედეგია დევნილთა მძიმე მდგომარეობა, რომლებშიც ისინი დღეს იმყოფებიან. ჯიქიას განცხადებით, ეს სტრუქტურები უავტორიტეტო ორგანოებად არიან ქცეული და ცვლილებები ამ მიმართულებით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისგან საკანონმდებლო დონეზე უნდა განხორციელდეს. ორგანიზაციის წევრები იძულებით გადაადგილებულ პირთა საყოველთაო ყრილობის ჩატარების ინიციატივითაც გამოვიდნენ და ყრილობის ორგანიზებაში დახმარება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სთხოვეს.

ამის გარდა, ორგანიზაციის წევრებმა ბოლო პერიოდში დევნილების მიერ სხვადასხვა შენობა-ნაგებობებში შეჭრის ფაქტებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის დიალოგი უნდა შედგეს. მათ დევნილებს მოუწოდეს, რომ შენობების თვითნებურად დაკავებისგან თავი შეიკავონ.

არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებლებმა და წევრებმა ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე სპეციალური მიმართვის ტექსტი შეადგინეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრს და დევნილთა და განსახლების სამინისტროს გაუგზავნიან.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია