თბილისის საკრებულოში ხუთი ახალი წევრია

თბილისის საკრებულოს ახალი ოპოზიციონერი დეპუტატები ჰყავს.

თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღეს 5 ახალი დეპუტატის უფლებამოსილება სცნეს. საკრებულოს რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი, რომლებიც 1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შედეგად პარლამენტში გადავიდნენ, თავისი პარტიების წევრებმა ჩაანაცვლეს.

კერძოდ, კობა დავითაშვილი კახაბერ ფირუაშვილმა შეცვალა, "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი გულო ზუმბაძემ ჩაანაცვლა, მამუკა კაციტაძე კი საკრებულოში დავით საგანელიძის ადგილს დაიკავებს, გიორგი მუსხელიშვილი და მაკა გვარამია "თავისუფალი დემოკრატების" წევრებს ვიქტორ დოლიძეს და ზურაბ აბაშიძეს შეცვლიან. მათი უფლებამოსილების საკითხი დღეს საკრებულომ განიხილა და საკრებულოს წევრებმა დაამტკიცა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება