ირინა სარიშვილი - ახალი ხელისუფლება გაჭრილი ვაშლივით ჰგავს წინა ხელისუფლებას

გამართლდა ჩემი ყველაზე მძიმე ვერსია და დადასტურდა, რომ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წინასწარ დაგეგმილ ერთობლივ პროექტთან გავქს საქმე, ბიძინა ივანიშვილი კი, ამ პროექტის ორთქლმავალია – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "იმედის" თავმჯდომარე ირინა სარიშვილმა "ივერონის" პრესკლუბში განაცხადა.

სარიშვილის თქმით, არსებული ხელისუფლება წინა ხელისუფლებას გაჭრილი ვაშლივით გავს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.

"არჩევნების პერიოდში აცილებულ იქნა ფიზიკური დაპირისპირება, თუმცა შედეგად "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემუშავებული ერთობლივი პროექტი მივიღეთ და ამ პროექტის ორთქლმავლად ბიძინა ივანიშვილი მოგვევლინა, რომელიც იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაში დგას საქმის კურსში არ არის", – განაცხადა სარიშვილმა.

სარიშვილის შეფასებით, 2003 წლის შემდეგ დაპატიმრებების სერიები მიმდინარეობდა, რისი ფაქტებიც ახლაც გვაქვს, თუმცა განსხვავება იმაშია, რომ ახალი ხელისუფლება აპატიმრებს არა იმ პირებს, რომლებიც მაღალ ეშელონებს წარმოადგენენ, არამედ მესამე ხარისხოვან ფიგურებს.

"იმედის" თავმჯდომარის თქმით, გაურკვეველია, რატომ არ მოხდა იგორ გიორგაძე პოლიტპატიმართა იმ სიაში, რომელიც გამოქვეყნდა.

"იგორ გიორგაძე შევარდნაძის დროინდელი პოლიტპატიმარია და საკმაოდ სტაჟიანი პოლიტიკური დევნილია, თუმცა მისი შეყვანა არ მოხდა ამ სიაში, რითაც მრჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტპატიმრების სიაში მყოფმა პატიმრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ სიაში მოხვდებოდნენ", – აღნიშნა სარიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია