ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი "მერანი" იმართება

თბილისის მერიისა და საქართველოს მწერალთა კავშირის ორგანიზებით, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი – "მერანი" იმართება. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინფორმაციით, კონკურსი უკვე მეოთხე წელია ტარდება, რომელშიც მონაწილეობა 16-დან 35 წლამდე ახალგაზრდა პოეტებს შეუძლიათ. ჟიურის მიერ მოწონებული ნაწარმოებები დაიბეჭდება კრებულში – "მერანი".

კონკურსში გამარჯვებული საუკეთესო ლექსების ავტორისთვის დაწესებულია პირველი პრემია "მერანი" _ 1000 ლარის ოდენობით და ოთხი წამახალისებელი პრემია 500-500 ლარი.

საზეიმო დაჯილდოება 4 დეკემბერს, ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეს გაიმართება. ჟიურის თავმჯდომარეა პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ