დასუფთავების სამსახურში საგამოძიებო სამსახურის მიერ დოკუმენტაციის შესწავლა დილიდან განახლდა

თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დოკუმენტაციის შესწავლა დილიდან განახლდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ამ დროისთვის დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი თორნიკე შიოლაშვილი სამსახურში არ იმყოფება. სატელეფონო საუბრისას კი, შიოლაშვილმა განაცხადა, მას შეხვედრები აქვს და სამსახურში მოგვიანებით იქნება.

რაც შეეხება თორნიკე შიოლაშვილის მოადგილეებს, "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მოადგილემ, გიორგი ხუჭუამ განაცხადა,  უფლებამოსილი არ არის,  ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთოს, თუ რა სახის დოკუმენტებს სწავლობენ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები. მისი თქმით, ყველა კითხვას პასუხი თორნიკე შიოლაშვილმა უნდა გასცეს.

ამასთან, დასუფთავების სამსახურის შენობაში დაცვა მხოლოდ თანამშრომლებსა და საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს უშვებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დასუფთავების სამსახურში გუშინ შევიდა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ