ასაკით პენსიონერთა და პირველი ჯგუფის ინვალიდთა პენსია სექტემბრიდან საარსებო მინიმუმს გაუტოლდება

ასაკით პენსიონერთა და პირველი ჯგუფის ინვალიდთა პენსია პირველი სექტემბრიდან საარსებო მინიმუმს - 150 ლარამდე გაუტოლდება. პენსიის 150 ლარამდე ზრდა 2013 წლის საბიუჯეტო პროექტშია ასახული, რომლის საბოლოო ვარიანტი დასამტკიცებლად მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

პენსიებთან დაკავშირებით მთავრობის გეგმა, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტშია ასახული, ასეთია: - 1 აპრილიდან 67 წლის პენსიონერების პენსიას უფრო დაბალი ასაკის პენსიონერთა (110 ლარი) და პირველი კატეგორიის ინვალიდების პენსია (100 ლარი) გაუთანაბრდება და 125 ლარით განისაზღვრება.

2013 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ 1 სექტემბრიდან ასაკით პენსიონერთა და პირველი ჯგუფის ინვალიდთა პენსია საარსებო მინიმუმამდე (150 ლარი) გაიზრდება, ასევე გაიზრდება მეორე ჯგუფის ინვალიდების, მარჩენალდაკარგულებისა და პოლიტრეპრესირებულების პენსიები და 100 ლარით განისაზღვრება.

გარდა ამისა, როგორც ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, აღმოიფხვრება 2005 წლამდე ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილი მოქალაქეების პენსიებთან დაკავშრებული უსამართლობა და რეგრესული პენსიების დაფინანსება აღდგება.

მომავალი 2013 წლისათვის პენსიების ზრდის დამატებითი ხარჯი 140.0 მლნ ლარს აჭარბებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!