„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!

IDS ბორჯომი საქართველო, ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაში შედის და კომპანიის პორტფელს ინოვაციური სასმელით აძლიერებს.

„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ, 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს ENERGIA BY BORJOMI – „ენერგია ბორჯომისგან“, რომელიც ამტკიცებს, რომ ენერგეტიკული სასმელიც შეიძლება იყოს ერთდროულად ნატურალური და ეფექტური, თუ ის „ბორჯომის“ მინერალური წყლით და ნატურალური ინგრედიენტებით არის შექმნილი.

ბუნების ძალა - „ბორჯომის“ ახალი ენერგეტიკული სასმელის მთავარი გზავნილია. პროდუქტის უნიკალურობას სწორედ მისი შემადგენლობა განაპირობებს:

  • ნატურალური კოფეინი – უზრუნველყოფს ენერგიის სწრაფ მატებას.
  • ნატურალური ადაპტოგენი, შიზანდრა – ხელს უწყობს ენერგიის ეფექტის გახანგრძლივებას.
  • მინერალური წყალი „ბორჯომი“ – ავსებს ორგანიზმს აუცილებელი ელექტროლიტებით და ხელს უწყობს ენერგიის შენარჩუნებას.

„ენერგია ბორჯომისგან“ არ შეიცავს დამატებულ შაქარს, მის შემადგენლობაშია მხოლოდ ხილის წვენიდან მიღებული კალორიები. სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული ფორმულა უზრუნველყოფს სწრაფ და ხანგრძლივ ენერგიას.

ივანე მაჭავარიანი, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორი:

„კომპანია ყოველწლიურად ვითარდება, ვითვალისწინებთ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს. ინოვაციური პროდუქტებით პორტფელის გაფართოება, ჩვენი კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ლიმონათის წარმატების შემდეგ, ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაში შესვლა ჩვენთვის ახალი და საინტერესო გამოცდილებაა, რადგან მომხმარებელს ენერგეტიკული სასმელის სრულიად განსხვავებულ და რაც მთავარია 100%-ით ნატურალურ ალტერნატივას ვთავაზობთ. ჩვენ ბუნების ძალა, ინოვაციურ პროდუქტად ვაქციეთ და შევქმენით „ენერგია ბორჯომისგან“, რომელიც კომპანიის განვითარების სრულიად ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპია.“

ENERGIA BY BORJOMI – „ენერგია ბორჯომისგან“ მომხმარებელს ოთხ გემოს სთავაზობს: ორიგინალი, ციტრუსის მიქსი, ალუბალი და ვაშლი-ფეიხოა. თითოეული გემო შესაბამისი ფერით გაფორმებულ ქილებშია წარმოდგენილი. შეფუთვის დიზაინზე ბრიტანულმა სააგენტო Otherly-მ იმუშავა.

სახელწოდება ENERGIA BY BORJOMI – „ენერგია ბორჯომისგან“, ნათლად უსვამს ხაზს ენერგეტიკული სასმელების კატეგორიას და ამავდროულად, ქართული სიტყვის პოპულარიზაციის მიზნით, ინგლისურ ენაზეა დაწერილი.

ბრენდის კამპანიის წარმოებაზე ამსტერდამში დაფუძნებულმა სააგენტო - Future Frank-მა იმუშავა. სარეკლამო რგოლში ხაზგასმულია ინოვაციური პროდუქტის ბუნების ძალა — ნამდვილი ენერგია, რომელსაც წინ ვერ აღუდგები.

ENERGIA BY BORJOMI – „ენერგია ბორჯომისგან“ „ბორჯომის“ ჩამომსხმელ ახალ ქარხანაში იწარმოება და საქართველოს გარდა, ექსპორტზე გავა ევროპაში ცენტრალურ აზიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში.

(R)

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა