ილია მეორე - საქართველოს ეკლესიას უამრავი წმინდანი ჰყავს, რომლებიც მფარველობენ ქვეყანას

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია დასრულდა. წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა.

უწმინდესმა ბრძანა, რომ დღეს ორი დიდი წმინდანის ხსენების დღეა – საქართველოს ეკლესიის დამაარსებლის, წმინდა ანდრია მოციქულის და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია დააარსა.

უწმინდესმა ბრძანა, რომ საქართველოს ეკლესიას უამრავი წმინდანი ჰყავს, რომლებიც მფარველობენ ქვეყანას და მან ამისთვის უფალს მადლობა შესწირა.

პატრიარქმა ასევე დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში სამი მეცნიერი წმინდა გიორგის ოქროს ჯვრის ორდენით დააჯილდოვა. კერძოდ, მეცნიერებაში გაწეული ღვაწლისთვის აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე და სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ზურაბ ჭუმბურიძე და გრივერ ფარულავა დაჯილდოვდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ