ქეი-ეს-ბი ბანკსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საკრედიტო ხაზის გამოყოფის თაობაზე. მემორანდუმის მიხედვით, ბანკს ხუთი წლის ვადით, დაუმტკიცდა 7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი.
IFC-სთან თანამშრომლობის შედეგად ქეი-ეს-ბი ბანკი შეძლებს საქართველოში გაზარდოს მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსება, დაეხმაროს მათ გაფართოებაში, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში.
ქეი-ეს-ბი ბანკმა, აგრეთვე, მსგავსი პროექტი განახორციელა 2012 წლის მაისში, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთანაც(BSTDB) როდესაც, ხელი მოეწერა შეთანხმებას 5 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ხაზის დამტკიცების შესახებ.
2013 წლისათვის ბანკი კვლავ განაგრძობს ახალ პროექტებზე მუშაობას. ქეი-ეს-ბი ბანკის აქციონრები, თავის მხრივ, მზად არიან მხარი დაუჭირონ ბანკის სტრატეგიული გაძლიერების პროცესს და სტაბილურ განვითარებას.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ: