ირაკლი ფირცხალავა - ვიდეომასალაში "ბევრი წყვეტაა" და სწორედ ამიტომაა საჭირო ექსპერტიზის ჩატარება

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, ირაკლი ფირცხალავას განცხადებით, ამირან რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში "ბევრი წყვეტაა".

"რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ ეს მასალა არის დამონტაჟებული, მაგრამ ძალიან ბევრი წყვეტაა. სწორედ ამიტომაა საჭირო ექსპერტიზის ჩატარება, რისთვისაც ეს მასალა პროკურატურაში მივიტანე. მე ის არ დამიდია, როგორც ფაქტი, მე, როგორც ოპერატიულმა თანამშრომელმა, უბრალოდ მოვიპოვე ნივთმტკიცება და წარვუდგინე გამოძიებას. ახლა პირდაპირი მოთხოვნაა, რომ ჩაუტარდეს მას ექსპერტიზა. ოპერატიული თანამშრომლები ნებისმიერ ნივთმტკიცებას ვაყენებთ ეჭვქვეშ. ეჭვქვეშ რომ არ დგებოდეს და მათ პირდაპირ მივიჩნევდეთ მტკიცებულებად, მაშინ ექსპერტიზის ბიუროები არ იქნებოდა საჭირო. ასე რომ, ამ ვიდეომასალასაც, ისე, როგორც ყველა ნივთმტკიცებას, რაც ჩემი კარიერის განმავლობაში მინახავს, ვუყურებ ეჭვით", - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში".

მისი აზრით, ვიდეომასალაზე ექსპერტიზის დასკვნა უნდა დაიდოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკაშიც. "ვფიქრობ, რომ დასკვნა უნდა დაიდოს საქართველოშიც და აშშ-შიც. სხვათა შორის, ხვალ აშშ-ის საელჩოსაც მივმართავ, რომ ჩემს მიერ მოპოვებულ მასალას ექსპერტიზა მათაც ჩაუტარონ. იმიტომ არა, რომ ქართველ სპეციალისტებს არ ვენდობი, არამედ საზოგადოებისთვის იქნება ეს კარგი", - აღნიშნა ირაკლი ფირცხალავამ.

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა რამდენიმე დღის წინ ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ვიდეომასალა გაავრცელა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა