ნარკოლოგიური შემოწმების ფორმა მარტივდება

პირის საჯარო სამსახურში მიღებისთვის სავალდებულოდ წარსადგენი ნარკოლოგიური შემოწმების ფორმა მარტივდება. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით, პარლამენტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემალაძემ მიმართა, რომლის ინიციატივითაც "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების ინიცირება მოხდა.

აღნიშნულ საკითხს სადღეისოდ მოქმედი კანონმდებლობა შემდეგნაირად განსაზღვრავს: საჯარო სამსახურში მიღებისას, პირმა უნდა წარადგინოს ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობა.

ტყემალაძის პროექტის თანახმად კი, კანონში მხოლოდ ის ჩაიწერება, რომ სამსახურში მიღებისას აუცილებელია პირმა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა წარადგინოს.

"რომ არაფერი ითქვას კანონით ამჟამად დადგენილი ცნობის ღირებულებაზე და მისი მოპოვებისთვის საჭირო დროის ხანგრძლივობაზე, საქართველოში არ არსებობს უფლებამოსილი დაწესებულება, რომელსაც შეუძლია ჩაატაროს სათანადო კლინიკური ან ლაბორატორიული გამოკვლევა და გასცეს შესაბამისი ცნობა. შედეგად ასეთი ცნობა დღემდე გაცემული არ არის, რითაც პარალიზებულია ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში მუშაკთა მიღების პროცესი" – განმარტავს ინიციატივის ავტორი.

მისივე თქმით, საჯარო მოხელისთვის ასეთი გამოკვლევის ჩატარების საჭიროება კანონით განსაზღვრულია, როცა საქმე დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო მის სამსახურიდან გათავისუფლებას ეხება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან