თბილისში თანამედროვე დიზაინის მედიათეკების მშენებლობა მიმდინარეობს

თბილისის მერიის ინიციატივით, ქალაქში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე დიზაინის მედიათეკების მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მედიიდან აცნობეს, თითოეული შენობა კომფორტულად მოეწყობა და განსხვავებული იქნება როგორც ინფრასტრუქტურით, ისე შინაარსობრივი დატვირთვითაც.

მათივე ინფორმაციით, მედიათეკაში ნებისმიერი ასაკის დაინტერესებული პირი ინტერნეტ-ბიბლიოთეკით, ელექტრონული წიგნებითა და სხვადასხვა სახის ლიტერატურით ისარგებლებს.

აღსანიშნავია, რომ პირველი მედიათეკა ვაკის პარკში აშენდა. თბილისის მერმა გიგი უგულავამ ახალი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი დღეს დირექტორთან ერთად საზეიმოდ გახსნა და მედიათეკაში დანერგილ სიახლეებს გაეცნო.

შენობა ორსართულიანია და პირველ სართულზე მოზარდებისა და დიდების დარბაზი, მულტიმედიური განყოფილება, წიგნისა და სუვენირების მაღაზია, ასევე საპრეზენტაციო, საგამოფენო და კულტურული აქტივობების დარბაზებია განთავსებული. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მისთვის საჭირო, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია - წიგნის, ჟურნალ-გაზეთისა და ელექტრონული მედიის საშუალებით მიიღოს.

მედიათეკის სარგებლობის წლიური აბონიმენტის ღირებულება 15 ლარით განისაზღვრა. აბონიმენტის მფლობელი, მედიათეკის მიერ შეთავაზებულ ყველა მომსახურეობას წლის განმავლობაში უფასოდ მიიღებს.

მეორე მედიათეკის მშენებლობა ვარკეთილში მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. ქალაქში სულ 5 ასეთი ობიექტი აშენდება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ