მობილური ტელეფონის ბალანსის შევსებისას მომხმარებლებს საკომისიო ჩამოეჭრებათ

სწრაფი გადახდის აპარატებით სატელეფონო მომსახურების ბალანსის შევსების პირობები იცვლება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "მაგთიკომიდან" აცნობეს , მობილური ოპერატორების (მაგთიკომი, ჯეოსელი და ბილაინი) მომხმარებლები დღეიდან თავად გადაიხდიან ბალანსის შევსების საკომისიოს.

საკომისიოს ოდენობას ინდივიდუალურად განსაზღვრავს თითოეული სწრაფი გადახდის კომპანია. ამასთან, როგორც "მაგთიკომში" განმარტავენ, ანგარიშის შევსება საკომისიოს გადახდის გარეშე კვლავაც შესაძლებელი იქნება სხვა ალტერნატიული გადახდის საშუალებების გამოყენებისას (სასაუბრო ბარათები, ოპერატორების სერვის ცენტრები და ოპერატორების ვებ გვერდები).

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე