საიამ "დევნილთა უფლება სათანადო საცხოვრებელზე" კვლევის პრეზენტაცია გამართა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტ "დევნილობასთან დაკავშირებული პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის ინოვაციური გზების" ფარგლებში მომზადებული კვლევის "დევნილთა უფლება სათანადო საცხოვრებელზე" პრეზენტაცია გამართა.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ფოფხაძემ განაცხადა, კვლევის მიზანს იმ სამართლებრივი მექანიზმების ანალიზი წარმოადგენს, რომელთა საფუძველზეც სახელმწიფო შებოჭილია ვალდებულებებით უზრუნველყოს დევნილთა უფლება სათანადო საცხოვრებელზე.

მისივე განმარტებით, ანგარიშში ნაჩვენებია რამდენად ეფექტურია აღნიშნული მექანიზმები და განხილულია ეროვნული სასამართლო პრაქტიკა, რომელიც საცხოვრებლის უფლებასთან კავშირში ძირითად ტენდეციებს მოიცავს.

ეკა ფოფხაძის თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ დევნილის საცხოვრებლის უფლების აღიარების მიუხედავად, ქვეყნის შიდა კანონმდებლობით მკაფიოდ არის განსაზღვრული ის სტანდარტები, რასაც სათანადო საცხოვრებელი უნდა აკმაყოფილებდეს.

"კვლევაში წარმოდგენილი სასამართლო საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ ხშირად სასამართლო სამართლებრივი ნორმების ფორმალურ ინტერპრეტაციას ახდენდა, თუმცა პრობლემას ქმნიდა ისიც, რომ საცხოვრებლის უფლების მნიშვნელოვანი ასპექტები შიდა მექანიზმებში სათანადოდ არ არის ასახული", - აღნიშნა ეკა ფოფხაძემ.

ფოფხაძის შეფასებით, ქვეყნის შიდა კანონმდებლობა დახვეწას საჭიროებს, რათა შეიქმნას იმგვარი მექანიზმები, რაც საცხოვრებლის უფლების სათანადო რეალიზებას შესაძლებელს გახდის.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება