გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე შეიარაღებული ძალებიდან გააცილეს

საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან გენერალ-ლეიტენანტ დევი ჭანკოტაძის გაცილების ცერემონიალი შედგა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, გენერალ-ლეიტენანტ დევი ჭანკოტაძისსაქართველოს შეიარაღებული ძალებიდან გაცილების ცერემონიას ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი და ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრნენ.

ადმირალმა სტავრიდისმა დევი ჭანკოტაძეს ორდენი სამხედრო დამსახურებისთვის (Legion of Merit), ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ ნატოს სამახსოვრო (Nato Plaque) გადასცა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კი გენერალ-მაიორს ხმალი უსახსოვრა.

გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს და ჯარისკაცებს, რომლებმაც შეიარაღებულ ძალებში მასთან ერთად იმსახურეს, მადლობა გადაუხადა.

დევი ჭანკოტაძე წლების განმავლობაში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა