მაგდა ანიკაშვილი - ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტის კომიტეტს შორის კონფლიქტი ჯანდაცვის პროგრამას საფრთხეს შეუქმნის

ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს შორის დაწყებული კონფლიქტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებას საფრთხეს შეუქმნის , - ამის შესახებ დღეს "პირველი რადიოს" პრესკლუბში "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის წარმატებით ჩატარებას სამედიცინო საზოგადოების დიდი მხარდაჭერა და მოქალაქეების ნდობა სჭირდება.

"ჯერჯერობით, საზოგადოება თვალს ადევნებს დაპირისპირებას ჯანდაცვის უმნიშვნელოვანეს პროექტზე პასუხისმგებელ ორ მთავარ უწყებას შორის, რაც პაციენტის დამაბნეველი და ექიმის დემოტივაციის ფაქტორი ხდება. დარგისთვის ყველაზე დიდი ზიანის მომტანი კი ჯანდაცვის სისტემის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენებაა", - აცხადებს მაგდა ანიკაშვილი.

მისივე თქმით, აუცილებელია ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით მაღალ დონეზე მოხდეს შეთანხმებული პოზიციის ჩამოყალიბება.

"საზოგადოებისათვის აუცილებელია, განსაკუთრებით მედიკოსების განმარტებების გაკეთება და მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით", - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია