ფოთის მერი უარყოფს პრეზიდენტის განცხადებას, თითქოს პირი, რომელმაც ჩიორა თაქთაქიშვილს სცემა, ფოთში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა

ფოთის მერი დავით სარსანია უარყოფს პრეზიდენტის განცხადებას, თითქოს პირი, რომელმაც დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ფოთში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა. როგორც დავით სარსანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტი შპს "ინფრასტრუქტურის" დირექტორ რატი კვანტრიშვილზე საუბრობდა, თუმცა, "ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება". "მე არ ვიცი რა ინფორმაციას ფლობს პრეზიდენტი, მაგრამ თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, დარწმუნებული ვარ, საგამოძიებო ორგანოები თავის სიტყვას იტყვიან. ეს არის ჭორი, რაც მე ვიცი. რაც შეეხება საპასუხისმგებლო თანამდებობას, რატი კვანტრიშვილი გახლავთ შპს "ინფრასტრუქტურის" ხელმძღვანელი. ეს არის შპს და თვითმმართველობაში კვანტრიშვილი არანაირ თანამდებობას არ ფლობს", - აღნიშნა ფოთის მერმა.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ფოთის ტაძრის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 8 თებერვალს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტისას ჩიორა თაქთაქიშვილისთვის ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მხილებული პირი ფოთში, ერთ-ერთ თანამდებობაზე დაინიშნა.

"კრიმინალი, რომელმაც მიტყეპა და დაასისხლიანა საქართველოს პარლამენტის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი, ფოთში 3000 ლარიან ხელფასიან თანამდებობაზე დაუნიშნავთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა. სააკაშვილს არ დაუკონკრეტებია არც მისი ვინაობა და არც ის, კერძოდ, რომელ სამსახურს და რა თანამდებობას გულისხმობდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია