ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება

კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მისმა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განუცხადა. მისივე განმარტებით, ჭიაბერაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული 20 ათასი ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ. გელხაურის ვარაუდით, გირაოს თანხას ოჯახი დღეს გადაიხდის.

"სავარაუდოდ, დღეს მოხდება გირაოს თანხის გადახდა, რის შემდეგაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გაათავისუფლებენ. ამ დროისთვის კი, ქუთაისის ციხეშია გადაყვანილი", - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილს, რომელსაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იგი თბილისშია გადმოყვანილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა, ის მე-9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული.

მისივე განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების სახითხზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გუშინ იმსჯელა. რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მერაბიშვილს პატიმრობა, ჭიაბერაშვილს კი 20 ათასი ლარის გადახდა შეეფარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა