სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში ტრეინინგი იმართება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში ტრეინინგი - "მსჯავრდებულთა მომზადება გათავისუფლებისათვის" იმართება. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმოაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში 28 მაისს ტრენინგი დაიწყო, თემაზე: "მსჯავრდებულთა მომზადება გათავისუფლებისათვის".

ტრენინგის ძირითად მიზანს წარმოადგენს მონაწილეთათვის იმ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომლებიც დაეხმარებათ მათ პატიმრებთან მუშაობის წარმართვაში მათი გათავისუფლებისათვის მოსამზადებლად.

სწავლება ხორციელდება წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) ექსპერტთა მიერ შემუშავებული პროგრამით.

ტრენინგში მონაწილეობას იღებენ სასჯელაღსრულების სისტემის სოციალური სამსახურის მუშაკები, ფსიქოლოგები და პრობაციის ოფიცრები.

ეს პირველი შემთხვევაა ცენტრის ისტორიაში, როდესაც პრობაციის ოფიცრები და სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლები ერთობლივ სწავლებას გადიან პატიმართა გათავისუფლების თემაზე. სწავლების აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს რეაბილიტაციის პროცესის უწყვეტობას.

სწავლება ორ ეტაპად განხორციელდება. ტრენინგი პირველი ჯგუფისთვის 2013 წლის 31 მაისს დასრულდება, ხოლო მეორე ჯგუფისთვის - ივნისის თვეში ჩატარდება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა