საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების საგაზაფხულო სესია დაიწყო.
გამოცდა ტარდება 2013 წლის 10 ივნისიდან, 50 საექიმო სპეციალობაში. სულ მიღებულია 885 განაცხადი. მაძიებლებისთვის, რომლებიც წარმატებით გადალახავენ დაწესებულ ბარიერს, პროფესიული განვითარების საბჭო განიხილავს შესაბამის სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების საკითხს.
გამოცდას აბარებენ სხვადასხვა კატეგორიის მაძიებლები. მათ შორის, რომლებმაც დაამთავრეს შესაბამისი სარეზიდენტო პროგრამები; გაიარეს დიპლომისშემდგომი მზადება უცხო ქვეყნებში, გადაემზადნენ მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში, აქვთ სტაჟის წყვეტა და გაიარეს პროფესიული რეაბილიტაციის კურსი და სხვ.