მარნეულში მარცვლეულის საშრობი და შესანახი საწყობის მეურნეობა მოწყობა

სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე მრავალდარგოვანსასოფლო–სამეურნეო საწარმოს შპს "ლომთაგორას" ეწვივნენ და მიმდინარე სამუშოები დაათვალიერეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის დახმარებით ,,პროკრედიტ ბანკისგან" აღებული 400 ათასი დოლარის სესხით შპს "ლომთაგორა" მარნეულში მარცვლეულის საშრობი და შესანახი სასაწყობე მეურნეობის მშენებლობას ახორციელებს.

"ერთ თვეში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მეურნეობაში 2 ათასი ტონა მარცვლეულის გადამუშავება–შენახვა იქნება შესაძლებელი.

კომპანია "ლომთაგორამ" 2000 წელს დააფუძნა "აგრო–სამეცნიერო ჯგუფი ლომთაგორა", რომელიც სიმინდისა და ხორბლის სელექცია–მეთესლეობას ეწევა. სამეცნიერო ჯგუფი აერთიანებს სოფლის მეუნრეობის მეცნიერებათა დოქტორებს და დარგის სპეციალისტებს. ხანგრძლივი მუშაობის შედეგად აგროსამეცნიერო ჯგუფმა გამოიყვანა უხმოსავლიანი, ეკოლოგიურად სუფთა სიმინდის 5 ჰიბრიდი და ხორბლის 3 ჯიში", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დღესვე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ხორბლის წარმოებით დაინტერესებულ ფერმერებს შეხვდა და მათთან ერთად ,,ლომთაგორას" მეურნეობის სასელექციო-სადემონსტრაციო ნაკვეთებში ხორბლის ახალი ჯიშები დაათვალიერა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს" სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. აღნიშნულ პროექტს "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვთარების ფონდი" აფინანსებს.

საფინანსო ინსტიტუტებმა სესხების გაცემა 27 მარტიდან დაიწყეს. პროექტში ჩართულია 12 ბანკი და ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრედო" და ,,კრისტალი".

"როგორც ცნობილია, "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი" სამი კომპონენტისგან შედგება. პირველი არის უპროცენტო სასაქონლო კრედიტი მცირე ფერმერებისთვის, რომლითაც უკვე 1410 ადამიანმა ისარგებლა, სესხის მოცულობა კი741,382 ლარს შეადგენს. რაც შეეხება მეორე კომპონენტს, რომელიც საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის არის გათვალისწინებული, დღეის მონაცემებით ამ კომპონენტის დახმარებით სესხი 992-მა ბენეფიციარმა აიღო, კრედიტის საერთო მოცულობა 19,859,377ლარს შეადგენს. პროექტის დაწყებიდან თითქმის სამი თვე გავიდა და მესამე კომპონენტში უკვე 54 სესხი გაიცა. აქედან ,,სტარტაპი" 15–ია.

დაფინანსებულია ღვინის, მარცვლეულის შესანახი საწარმოს მშენებლობა, ასევე სასათბურე მეურნეობა, მეცხოველეობის განვთარება და რძის გადამამუშავებელი. დაფინანსება მიიღეს საწარმოებმა, რომლებმაც საფინანსო ინსტიტუტებს გაფართოებისთვის მიმართეს. 15 ივნისის მონაცემებით საფინანსო ინსტიტუტებმა მესამე კომპონენტში სულ 8,356,734 დოლარის სესხი გასცა", - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა