საქართველოს საუკეთესო დრიფტერები, დღეს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე პირველი ადგილისთვის იბრძოლებენ. "რომპეტროლის" პრემიუმ კლასის საწვავის Efix S-ის და BMW Club Georgia-ს ორგანიზებით, სიჩქარისა და ექსტრემის მოყვარულებს საინტერესო შოუ ელოდებათ. ჩემპიონატი დრიფტში 17:00 საათზე დაიწყება და გვიანობამდე გასტანს. ავტოდრომზე შესვლა ორგანიზატორებისაგან საჩუქრად უფასო იქნება.
დრიფტში გამარჯვებულს, გიორგი თევზაძის სახელობის თასი გადაეცემა. გარდა ამისა, "რომპეტროლი" პირველ ადგილზე გასულ დრიფტერს 700 ლარის Efix S-ის საწვავით დააჯილდოებს, მეორე და მესამე ადგილზე გასულები კი პრიზად 500 და 300 ლარის ღირებულების Efix S-ის საწვავს მიიღებენ.
შეჯიბრის ორგანიზატორების თქმით, დრიფტზე შემოსული თანხა, გიორგი თევზაძის ოჯახის ანგარიშზე ჩაირიცხება.
პრემიუმ კლასის საწვავი Efix S "რომპეტროლის" ახალ პროდუქტს წარმოადგენს. Efix S-ი ზრდის მანქანის გაწევის ძალას, მოძრაობს სტაბილურად და ადვილად ემორჩილება მძღოლს მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას. Efix S განკუთვნილია სიჩქარისა და მაქსიმალური გაწევის მოყვარულთათვის და სპორტულ მანქანებზეა გათვლილი.