სოსო პავლიაშვილი - პროკურორი, რომელიც ადუაშვილის მკვლელობის საქმეს იძიებდა, მოხსნეს

პროკურორი, რომელიც ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის საქმეს იძიებდა, მოხსნეს, - ამის შესახებ მომღერალი სოსო პავლიაშვილი   გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

"ეს თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და ამიტომ გამოძიების დამთავრებამდე არაფრის თქმას არ ვაპირებ. ის პროკურორი, რომელიც საქმეს იძიებდა, მოხსნეს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით", - აცხადებს პავლიაშვილი.

ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ მისი სიძე, ვახო ჩხაპელია, დამნაშავე არ არის.

ბიზნესმენი ავთო ადუაშვილი 2012 წლის ნოემბერში სავაჭრო ცენტრ "ქარვასლასთან" საკუთარ მანქანაში ჩაცხრილული იპოვეს. რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ზოგიერთ ჩვენებაში მკვლელობის შემკვეთად სოსო პავლიაშვილი სახელდება, რის გამოც, პავლიაშვილის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა