კომპანია "ელიტ ელექტრონიქსი" დღეს ზუგდიდში, კიკალიშვილის ქუჩაზე ახალ მაღაზიას გახსნის. პრეზენტაციის დღესთან დაკავშირებით მოსახლეობა ფასდაკლებებით და სპეციალური აქციებით ისარგებლებს, ასევე, მოეწყობა გათამაშება. ამასთან, ივლისიდან ზუგდიდშიც ამოქმედდება ყველა აქცია და ფასდაკლება, რომელიც "ელიტ ელექტრონიქსის" ქსელში იმოქმედებს.
კომპანია საქართველოს მასშტაბით უკვე ორმოცამდე მაღაზიას ფლობს. მიმდინარე წელს ქსელის კვლავ გაფართოება და ორი ახალი მაღაზიის გახსნა იგეგმება.
"ელიტ ელექტრონიქსის" ქსელში 1 200-მდე ადამიანია დასაქმებული, რომლებიც მუდმივად გადიან გადამზადების და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს. კომპანიის მიზანია, თითოეულ ოჯახს თანამედროვე ტექნოლოგიები მიაწოდოს. გამოირჩევა საუკეთესო მომსახურებითა და ტექნიკის ფართო არჩევანით.
"საუკეთესო ფასები, ფართო და მუდმივად განახლებადი პროდუქცია, საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანა, პროდუქციის განვადებით შეძენა, მომსახურების მაღალი დონე და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან განაპირობებს "ელიტ ელექტრონიქსის" დღევანდელ სახელსა და ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე", - აცხადებენ კომპანიის მენეჯმენტში.