მარტვილის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისა და მუსიკალური სკოლის თანამშრომლები ამ სამსახურების კულტურის ცენტრში გაერთიანებას აპროტესტებენ. თანამშრომლები აცხადებენ, რომ ამ გაერთიანების შემდეგ, ისინი სრულყოფილად მუშაობას ვერ შეძლებენ. მათივე თქმით, გაერთიანება საკრებულოს რამდენიმე წევრის ინტერესში შეიძლება შედიოდეს.
საკრებულოს თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ მსგავსი გაერთიანება ჯერჯერობით არ იგეგმება და საბოლოო გადაწყვეტილებას საკრებულო კოლექტივთან შეთანხმებით მიიღებს.