შსს-მ 132 აბი ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზი" ამოიღო

სამართალდამცველებმა 132 აბი ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზი" ამოიღეს. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა , ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1984 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ახმედ ო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ახმედ ო. თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურში, ავტობუსიდან ჩამოსვლისთანავე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას 132 აბი ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზი" ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ნარკოტიკული საშუალება საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).

იხილეთ ვიდეო: შსს-მ 132 აბი "ექსტაზი" ამოიღო

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა