ბათუმში საბაგირო გზა გაიხსნა

ბათუმში ახალი საბაგირო გზა გაიხსნა. საბაგირო გზა ბათუმის სანაპიროს ფერიის მთასთან აკავშირებს. ახალი საბაგირო ზოლი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გახსნეს.

როგორც არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, ობიექტი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გაიხსნა.

"ექსპულიატაციაში შესვლის შემდეგ ვხსნით ობიექტს. ტურისტებს შეუძლიათ, რომ ამოვიდნენ და გადახედონ ბათუმის ხედებს. ჯამში 23 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მინიმუმ, 15 წელი უნდა იარსებოს ამ ობიექტმა", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

საბაგირო ზოლის მშენებლობა 2012 წლის აპრილში დაიწყო. ფერიის მთაზე კი გასართობი ცენტრის, "არგოს" მოწყობა 2010 წლის 13 ივნისიდან მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია "დობერმაიერი" ასრულებდა, რომელიც მთლიანად კურირებდა საბაგირო დანადგარების შესყიდვასა და დამონტაჟებას. ბათუმის საბაგირო გზა კომპანია "ჰესტოკ-ბათუმის" საკუთრებაა, რომელმაც ამ პროექტით 23 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

"ჰესტოკ-ბათუმის" დირექტორის, გიორგი ქავჟარაძის თქმით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის საბაგირო გზით გადაადგილება შეღავათიან ფასებში მოხდება.

სანაპიროდან საბაგირო გზით ფერიის მთაზე ასვლა სრულწლოვანებისთვის 3 ლარი ღირს, ბავშვებისთვის 1.50 ლარი. ფერიის მთიდან დაშვება კი უფასოა.

2600 მეტრის სიგრძის საბაგირო გზაზე 8 გონდოლა მოძრაობს, თუმცა გათვლილია 22 გონდოლაზე. საბაგირო ზოლი ზღვის დონიდან 260 მეტრის სიმაღლიდან დაეშვება და საათში 500 ადამიანს მოემსახურება.

იხილეთ ვიდეო: ბათუმში ახალი საბაგირო გზა გაიხსნა

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა