ედპ-ს წევრები გიორგი ჭანტურიას საფლავთან შეიკრიბებიან

19 აგვისტოს ეროვნულ-განმათავსუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ჭანტურიას 54 წელი შეუსრულდებოდა. "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ინფორმაციით, ამ დღეს, "ეროვნულ-დემოკრატები" ტრადიციულად, ქაშვეთის ეკლესიის ეზოში გია ჭანტურიას საფლავთან შეიკრიბებიან.

გია ჭანტურია 1959 წლის 19 აგვისტოს დაიბადა. 70-იანი წლებიდან ის საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ დისიდენტურ საქმიანობას ეწეოდა.

1981 წლის 8 თებერვალს გია ჭანტურიამ თანამოაზრეებთან ერთად "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" აღადგინა და 1994 წლის 3 დეკემბრამდე - მისი მკვლელობის დღემდე ედპ-ის თავმჯდომარე იყო.

1983 წელს გია ჭანტურია გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით გამართული დემონსტრაციის გამო დააპატიმრეს და რუსეთში გადაასახლეს.

"გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, გიორგი ჭანტურია თანამოაზრეებთან ერთად აქტიურად ჩაერთო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. გიორგი ჭანტურიას და ეროვნულ-დემოკრატების ინიციატივით გაიმართა 1988 წელს ნოემბრის ცნობილი, მრავალათასიანი აქცია, სადაც ჭანტურიამ პირველმა, ღიად დააყენა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა.

ეროვნული მოძრაობის წლებში, როცა რუსეთი მოვლენების პარალელურად ცდილობდა ეთნოკონფლიქტების პროვოცირებას, გიორგი ჭანტურია სოხუმსა და ცხინვალში მიტინგების გამართვის წინააღმდეგ გამოდიოდა, რადგან მიჩანდა, რომ დედაქალაქიდან აფხაზეთსა და სამაჩაბლოში პროცესების გადატანით კრემლი კონფლიქტის გაღვივებას შეეცდებოდა.

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გია ჭანტურია და ედპ გამსახურდიას ხელისუფლების ოპოზიციას წარმოადგენდა, რისი მთავარი მიზეზი საბჭოთა არჩევნებში მონაწილეობა და შემდგომ უკვე გამსახურდიას ხელისუფლების არადემოკრატიული მმართველობა იყო.

გამსახურდიას ხელისუფლების დროს მომხდარი სამოქალაქო დაპირისპირების პერიოდში, ჭანტურია გამსახურდიას ხელისუფლების პატიმრობაში იმყოფებოდა, საიდანაც ჭანტურია პარტიის წევრებსა და საზოგადოებას აფრთხილებდა, რომ ხელისუფლების შიგნით არსებული რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლების მხრიდან სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა და თანამოაზრეებს მოუწოდებდა, რომ რუსულ პროვოკაციასა და სამოქალაქო დაპირისპირებაში არ ჩარეულიყვნენ.

საქართველოში შევარდნაძის ჩამოსვლის შემდეგ, ჭანტურია და ედპ ყველაზე გავლენიან პროდასავლურ პოლიტიკურ ძალად მოიაზრებოდა.

1994 წლის ნოემბერში გიორგი ჭანტურია აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატიული ინტერნაციონალის გენერალურ მდივნად აირჩიეს.

გია ჭანტურიამ 1994 წელს, მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და აგენტურაში მაშინდელი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები იგორ გიორგაძე, ვარდიკო ნადიბაიძე და შოთა კვირაია ამხილა და სახელმწიფოს მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს მათი თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვა.

1994 წლის 3 დეკემბერს გია ჭანტურია ედპ-ის ყრილობის დახურვის დღეს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ტერორისტული აქტის შედეგად მოკლეს",-ნათქვამია ედპ-ს განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან