თსუ-ში ახალ სასწავლო წელი დაიწყო

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ახალ სასწავლო წელი დაიწყო. 10.00 საათზე, პირველი კორპუსის წინ შეკრებილ სტუდენტებს სწავლის დაწყებას უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მიულოცავენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალ სასწავლო წელს 5000-ზე მეტი პირველკურსელი შეუერთდება, მათ შორის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული აფხაზურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტები.

თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, 2013 წელს ყველაზე დიდი რაოდენობის, 100% გრანტის მფლობელი პირველკურსელი სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მათივე ინფორმაციით, თსუ წამყვანია ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტების რაოდენობითაც. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტი თათია შარია თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულებაზე ისწავლის.

ამასთან, ახალ სასწავლო წელს თსუ განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. ყველა ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სტუდენტთა მომსახურების ცენტრები, სადაც ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია სასწავლო პროცესის, სასწავლო პროგრამების, მათ შორის გაცვლითი პროგრამების შესახებ.

დღის ბოლოს, 18:00 საათზე, სწავლის დაწყებას სტუდენტებს თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი (ბიგ ბენდი) მიულოცავს. კონცერტი თსუ-ის ყველა სტუდენტისათვის პირველი კორპუსიის სააქტო დარბაზში გაიმართება.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ